08 სექტემბერი 2026,   10:21
ვრცლად
გომისმთის განაშენიანების გეგმას გაეროს განვითარების პროგრამა დააფინანსებს

კურორტ გომისმთის განაშენიანების გეგმას გაეროს განვითარების პროგრამა დააფინანსებს.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა ლუიზა ვინტონმა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ მოაწერეს.

მხარეების თქმით, გომისმთის განაშენიანების გეგმა ხელს შეუწყობს კურორტის სწორად განვითარებას, ველური ბუნების შენარჩუნებას და უკანონო მშენებლობების აღკვეთას.

დღის ამბები