18 ნოემბერი 2024,   23:34
ვრცლად
პრემიერ-მინისტრმა რაჭაში, სოფელ ღებში სტიქიით შექმნილი პრობლემები უშუალოდ მოსახლეობისგან მოისმინა

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ვიცე-პრემიერთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან ერთად, რაჭაში, სტიქიით დაზარალებულ სოფელ ღებში იმყოფებოდა, რომელიც გზის დაზიანების გამო გარესამყაროს მოწყვეტილია. 

ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარემ სოფელ დიდი და პატარა ღების დამაკავშირებელი ხიდი წაიღო, რის გამოც ორ დასახლებას შორის საავტომობილო მიმოსვლა შეუძლებელია. მთავრობის მეთაურმა საფეხმავლო ბილიკებით, ადგილობრივებთან ერთად ორივე სოფელი მოიარა, სტიქიით შექმნილ პრობლემებს ადგილზე გაეცნო და მოსახლეობის საჭიროებებზე ინფორმაცია უშუალოდ მათგან მიიღო. 

პრემიერ-მინისტრსა და ვიცე-პრემიერს სოფელ ღებში საგანგებო შტაბის წევრები - პრემიერის მრჩეველი რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარი, მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე და ონის მერი დავით ჩიკვაიძე დახვდნენ, რომლებიც სტიქიით გამოწვეული ზიანის აღმოსაფხვრელად და მოსახლეობის დასახმარებლად გადადგმულ ნაბიჯებზე დეტალურად ესაუბრნენ. 

გიორგი გახარიამ შტაბის წევრებს დაავალა, ადგილობრივ მოსახლეობას მაქსიმალურად გვერდით დაუდგნენ, რათა სტიქიის გამო მათთვის შექმნილი პრობლემები უმოკლეს ვადებში გადაიჭრას.

დღის ამბები