რაჭაში კვლავ რთული ვითარებაა. სტიქიის ზონაში სახიფათო ადგილებიდან მოქალაქეების ევაკუაცია გრძელდება. მიმდინარეობს სხვა სალიკვიდაციო სამუშაოებიც. ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდების აღდგენა ეტაპობრივად დღეიდან დაიწყება. ადგილზე მობილიზებულია დამატებითი ტექნიკა და მუშაობს ვერტმფრენი.
"ველოდებით ელექტროენერგიის მიწოდებას 3 სოფლის მიმართულებით, რაც შეეხება საგზაო მიმართულებას, დღეს უკვე გაიხსნება გომი-ჯინჭვისის მიმართულება. ვინც რჩება მოწყვეტილად და არ არის საგზაო ინფრასტრუქტურა გამართული, ვერტმფრენები ადგილზეა, დანიშნულია რეისები და ყოველდღიურად იფრენენ საჭიროების მიხედვით," - განაცხადა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გიორგი გონაძემ.