19 ნოემბერი 2024,   03:29
ვრცლად
კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევიდან 1 სამედიცინო პერსონალია - მარინა ეზუგბაია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 8 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 1 სამედიცინო პერსონალია, 5 შემოტანილი შემთხვევაა, 1 გაჩიანის წყაროა და 1 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია.

"დაგვემატა 8 ახალი შემთხვევა და სულ არის 1168 დადასტურებული შემთხვევა. 5 პაციენტი გამოჯანმრთელდა და ახლა გახლავთ 940 გამოჯანმრთელებული. ამ მონაცემების გათვალისწინებით, დღევანდელი მონაცემებით კოვიდცენტრებში 249 დადასტურებული შემთხვევა მკურნალობს. 

გამოჯანმრთელებულთა პროცენტული მაჩვენებელია 80.5%.

8 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან, 5 არის შემოტანილი, აქედან 2 არის სატვირთო ავტომანქანის მძღოლი. 1 დადასტურებული შემთხვევა გახლავთ გაჩიანის წყარო. კიდევ 1 პაციენტი არის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი და 1 შემთხვევა არის სამედიცინო პერსონალი.

ჩვენი ცენტრის მონაცემებს რაც შეეხება, ჩვენთან გუშინ სულ იყო 42 დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2 პაციენტი, დაგვემატა 1 ახალი დადასტურებული შემთხვევა და ახლა ჩვენთან მკურნალობს 41 პაციენტი," - განაცხადა ეზუგბაიამ.

NCDC-ის ინფორმაციით, ამ დროისთვის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 1168-ს შეადგენს.

5-ით  მოიმატა განკურნებულთა რაოდებობამ, ამ დროისთვის გამოჯანმრთელებულია 940 ადამიანი, რაც საერთო შემთხვევების 81%-ია. აქტიური შემთხვევების რაოდენობა არის 211, გარდაცვლილია 17, კარანტინში ამ ეტაპზე 6596 ადამიანი იმყოფება.

დღის ამბები