26 დეკემბერი 2024,   19:37
ვრცლად
მაისურები წარწერით "შაქარა" - გარდაცვლილი ფეხბურთელის მეგობრები სასამართლოსთან შეიკრიბნენ

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნები მცხეთის რაიონულ სასამართლოში მიიყვანეს - პროცესი რამდენიმე წუთის წინ დაიწყო.

სასამართლოსთან იმყოფებიან, ასევე, გიორგი შაქარაშვილის მეგობრები - პირველი პროცესის მსგავსად, მათ ამჯერადაც შავი მაისურები აცვიათ, გარდაცვლილი მეგობრის ფოტოთი და წარწერით "შაქარა".

 

დღესვე, ადვოკატები აპირებენ აღკვეთის ღონისძიების ფორმის გადასინჯვის შუამდგომლობა დააყენონ, მათი თქმით, ისინი სასამართლოს 3000 ლარამდე გირაოს შესთავაზებენ.

დღის ამბები