27 აპრილი 2024,   06:09
ვრცლად
გაასაჩივრებს თუ არა ბესარიონ ჟვანიას ადვოკატი მოსამართლის გადაწყვეტილებას - ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

გაასაჩივრებს თუ არა ბესარიონ ჟვანიას ადვოკატი სასამართლოს გუშინდელ გადაწყვეტილებას, ჯერ ისევ უცნობია. მოსამართლემ ლევან თოფაძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში დადანაშაულებულ ჟვანიას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ამით მოსამართლემ სახელმწიფო ბრალდების შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ბრალდებულის მხრიდან მიმალვისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხის გათვალისწინებით მიიღო გადაწყვეტილება.

წაყენებული ბრალდების ფორმულირებას ყოფილი პრემიერის შვილი - ყოფილი პარლამენტარისა და ბიზნესმენის შვილიშვილის მკვლელობის მცდელობას, არ აღიარებს და ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს.

დაცვის მხარე 50 000 ლარის ოდენობის გირაოს ითხოვდა. ბრალდებული ახლა უკვე საავადმყოფოს ნაცვლად სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გადაყვანილი. რაც შეეხება ლევან თოფაძეს - დაზარალებული რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. ის მალე პალატაში უნდა გადაიყვანონ. თოფაძის გამოკითხვა, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში უკვე შესაძლებელი იქნება.

დღის ამბები