22 დეკემბერი 2024,   21:16
ვრცლად
"ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი" ​წინასაარჩევნო კამპანიას დღეიდან ოფიციალურად იწყებს

​წინასაარჩევნო კამპანიას დღეიდან ოფიციალურად იწყებს "ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი". ახალი პოლიტიკური მოძრაობა არჩევნებში მონაწილეობის მიღებას დამოუკიდებლად აპირებს. დღეს საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია შედგება, დასახელდება რამდენიმე მაჟორიტარობის კანდიდატიც. მარიამ ჯაშის თქმით, უახლოეს დღეებში ისინი საზოგადოებას ყველა იმ პირს გააცნობენ, რომელიც თბილისის საარჩევნო ოლქებში მაჟორიტარობას შეეცდებიან. რაც შეეხება რეგიონებს - მაჟორიტარობის კანდიდატები ცნობილი 20 აგვისტოდან უნდა გახდეს.

"გვეყოლება ძალიან საინტერესო კანდიდატები, რომლებიც სერიოზულ კონკურენციას გაუწევენ ყველა სერიოზულ ჯგუფს, ჩვენ დიდ ფინანსურ კაპიტალს ვუპირისპირებთ ძალიან ძლიერ ადამიანურ კაპიტალს," - აცხადებს მარიამ ჯაში.

სოციალური უთანასწორობის შემცირებაზე აკეთებს აქცენტს პოლიტიკური მოძრაობის წევრი ბექა ნაცვლიშვილი.

დღის ამბები