08 ნოემბერი 2026,   19:15
ვრცლად
პლატონ კალმახელიძე: დღეს, ილიას დაბადებიდან 189 წლის თავზე, მის მშობლიურ ყვარელში შეკრებით კიდევ ერთხელ მივაგებთ პატივს მის უკვდავ მემკვიდრეობას

ყვარელში სახალხო დღესასწაული ილიაობა აღინიშნება. წელს ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 189 წელი შესრულდა. საიუბილეო ღონისძიებები იმართება ილია ჭავჭავაძის მუზეუმის ეზოში. ყვარელში იმყოფებიან პრემიერ-მინისტრი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები. იყო სიტყვით გამოსვლებიც.

კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის, პლატონ კალმახელიძის განცხადებით, ილია ჭავჭავაძის ცხოვრება სამშობლოს სიყვარულისა და ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის ბრძოლის გამორჩეული მაგალითია.

"დღეს, ილიას დაბადებიდან 189 წლის თავზე, მის მშობლიურ ყვარელში შეკრებით კიდევ ერთხელ მივაგებთ პატივს მის უკვდავ მემკვიდრეობას. ჩვენთვის და მომავალი თაობებისთვის ილია ჭავჭავაძის ცხოვრება მუდამ დარჩება სამშობლოს განსაკუთრებული სიყვარულისა და მისი უკეთესი მომავლისთვის განუწყვეტელი ბრძოლის შეუდარებელ მაგალითად", - აცხადებს კახეთის სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე.

ილიაობის დღესასწაულთან დაკავშირებით ყვარელში დილიდან მიმდინარეობს სხვადასხვა ღონისძიება - ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, კულინარიული სივრცეები და ბავშვთა გასართობი ზონები.

დღის ამბები