ირანის ეროვნული უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელმა, მოჰსენ რეზაიმ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში აშშ-ისრაელის ომის პოლიტიკურ და სამხედრო შედეგებზე ირონიულად ისაუბრა.
რეზაის თქმით, აშშ-ში ჩატარებული არჩევნების შემდეგ, თეირანში აღარ იციან ამერიკაში ვის უნდა ესაუბრონ.
"თქვენ წააგეთ ომი და არჩევნები. ვენსმა მარცხი აღიარა, რუბიო თანამდებობიდან წასასვლელად ემზადება, ჰეგსეტს მალე გაათავისუფლებენ, ხოლო აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მეთაური ახლა პოდკასტერი გახდა!
მაშ, კონკრეტულად ვის უნდა მივაწვდინოთ ეს გზავნილი ვაშინგტონში? დაიწყებთ ომს და გამანადგურებელ პასუხს მიიღებთ," - წერს რეზაი.