ბათუმში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 4 ინფიცირებული გუშინ დადასტურებული პირის კონტაქტია, 2 კი სატვირთოს მძღოლია. მძღოლები თურქეთის მოქალაქეები არიან და მათი სურვილით ისინი მკურნალობას თურქეთის რესპუბლიკაში გააგრძელებენ.
ბათუმის კოვიდცენტრში ამ დროისთვის კორონავირუსის დიაგნოზით 20 პაციენტი მკურნალობს.