19 ნოემბერი 2024,   01:28
ვრცლად
9 ახალი შემთხვევიდან 7 იმპორტირებულია, 2 შემთხვევაზე მიმდინარეობს კვლევა - მარინა ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების ცხრა ახალი შემთხვევიდან შვიდი იმპორტირებულია, ორ შემთხვევაზე კი მიმდინარეობს ეპიდკვლევა.

 "გუშინ ქვეყანაში გახლდათ 1 197 შემთხვევა, დაგვემატა ინფიცირების ცხრა ახალი შემთხვევა და გახდა 1206. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 13-ით და გახლავთ 987. ამ მონაცემებით, გამოჯანმრთელებულთა პროცენტული მაჩვენებელი 81.8 – ია. ამჟამად, კოვიდცენტრებში 240 დადასტურებული პაციენტი მკურნალობს.

ცხრა ახალი შემთხვევიდან შვიდი არის იმპორტირებული, აქედან სამი პირი სატვირთო ავტომობილის მძღოლია. ორ ახალ შემთხვევაზე მიმდინარეობს ეპიდკვლევა კონტაქტებისა და წყაროს დასადგენად," - განაცხადა ეზუგბაიამ.

ეზუგბაიასვე ინფორმაციით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს, ამ დრომდე კლინიკაში 38 კოვიდინფიცირებული აგრძელებს მკურნალობა.

"ჩვენთან გუშინ 40 პაციენტი გახლდათ. სამი გამოჯანმრთელდა, ერთი დაგვემატა და დღეს გვყავს 38 დადასტურებული შემთხვევა. ახალი პაციენტის მდგომარეობაც ჯერჯერობით საშუალო სიმძიმისაა. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა უცვლელია. ისინი ფასდებიან, როგორც საშუალო და საშუალოზე მსუბუქი პაციენტები," - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

დღის ამბები