19 აპრილი 2024,   15:46
ვრცლად
დაბა ჯვარში დაჭრილ მამაკაცს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა - მისი მდგომარეობა მძიმეა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დაბა ჯვარში დაჭრილ 40 წლამდე ასაკის მამაკაცს ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმის ინფორმაციით, მას მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობა აღენიშნებოდა და მდგომარეობა მძიმე იყო. პაციენტი მართვით სუნთქვაზეა გადაყვანილი.

შეგახსენებთ, რომ გასულ ღამეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დაბა ჯვარში 40 წლამდე მამაკაცი მუცლის არეში, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. 

"კურიერის" ინფორმაციით, მეზობელმა მეზობელი, სავარაუდოდ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაჭრა. 

შს სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტი ცხელ კვალზე გახსნილია და დანაშაულის ჩამდენი პირი იდენტიფიცირებული. ის პოლიციის სამმართველოშია გადაყვანილი. მომხდარზე გამოძიება 118-ე, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო.

დღის ამბები