26 აპრილი 2024,   23:29
ვრცლად
ლერი სულაბერიძეზე თავდასხმის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

ლერი სულაბერიძეზე თავდასხმის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს. დავით მურვანიძეს დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან. ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს. უფლებადამცველის ინფორმაციით, სამართალდამცავებმა გაჩხრიკეს დაკავებულის ავტომობილი. დაცვის მხარის განმარტებით, ბრალი უსაფუძვლოა და დაკავებულზე სასურველი ჩვენების მისაღებად მაღალჩინოსნების მხრიდან ხორციელდებოდა ზეწოლა.

"ეუბნებოდნენ, რომ დააკავებდნენ ნარკოტიკების შეძენა-შენახვა- მოხმარებაზე და შემდეგ უკვე ბრალი წაუყენეს დანაშაულის შეუტყობინებლობაზე, კონკრეტული პირის მიმართ სურდათ მიეღოთ სასურველი ჩვენება. ავტომობილიდან არაფერი ამოუღიათ, არაფერი ჰქონდა კანონსაწინააღმდეგო," - აცხადებს ადვოკატი  თემურ ადონია.

მას არ აქვს ინფორმაცია, იცნობს თუ არა მისი დაცვის ქვეშ მყოფი დაკავებულ ირაკლი ღლონტს, დამატებით დეტალებზე კი უფლებადამცველი აღარ საუბრობს.

შეგახსენებთ ფეხბურთის ფედერაციის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტზე შეიარაღებული თავდასხმა წყნეთის გზაზე 28 ივლისს მოხდა. სულაბერიძის მანქანას 5 ჯერ ესროლეს.

დღის ამბები