20 აპრილი 2024,   04:35
ვრცლად
კომპანია "ზეგი" მუშაობდა მარკეტზე, რომელიც ეწინააღმდეგება ქართულ მენტალიტეტს - ბაჩანა ლობჟანიძე შსს-ს ინფორმაციას მიაწვდის

თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით დღეს კრიმინალური პოლიციის უფროსს ბაჩანა ლობჟანიძე შეხვდება, რომელიც თავს თამარ ბაჩალიაშვილის შეყვარებულს უწოდებს.

ის "კურიერთან" საუბარში ამბობს, რომ გამოძიებას თამარის სამსახურის - შპს "ზეგის" შესახებ მიაწვდის ინფორმაციას, რომელიც მისი თქმით, ქართული მენტალიტეტის შეუსაბამო საქმიანობას ეწევა. ბაჩანა ლობჟანიძეს, ასევე, კითხვები აქვს შსს-ს შუალედურ დასკვნასთან დაკავშირებით.

"მინდა, რომ ბატონი მამუკა ჭელიძე უახლოეს მომავალში ვნახო. "ზეგიდან" რაღაც მკვეთრი ნაბიჯები იყო, ამან გამოიწვია ის, რომ "ზეგის" საქმიანობა, რასაც ოპერირებს, გამომეძიებინა მე თვითონ. მე მივედი იმ დასკვნამდე, გავიგე, რა მარკეტზე მუშაობს და შემდეგ გადავამოწმე ჩემს პროფესიულ კავშირებთან. ეს მათაც დამიდასტურეს. ეს მარკეტი ეწინააღმდეგება ქართულ მენტალიტეტს. შსს-მ გაასაჯაროვა ინფორმაცია, არ ვიცი ეს როგორ ამოიღეს, თუ ეს ამოღებულია თამარის ლეპტოპის ბრაუზერიდან, მაშინ გარანტია არ გვაქვს, რომ თამარმა აკრიფა ეს,"-განაცხადა ბაჩანა ლობჟანიძემ.

შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

ცნობისთვის, შსს თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით შუალედურ ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, ბაჩალიაშვილი საკუთარ კომპიუტერში გაუჩინარებამდე სუიციდის შესახებ ინფორმაციას ინტერნეტში ეძებდა. 

დღის ამბები