27 აპრილი 2024,   01:24
ვრცლად
ლევან თოფაძე კლინიკას რამდენიმე დღეში დატოვებს

ჟვანია-თოფაძის საქმის დაზარალებული ლევან თოფაძე კლინიკას რამდენიმე დღეში დატოვებს. ამის შემდეგ გადაწყდება, როდის მისცემს ის ჩვენებას გამოძიებას. ადვოკატი საქმის მასალებს უახლოეს დღეებში გაეცნობა. დაზარალებულის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

"საქმის მასალების გაცნობის შედეგად კონკრეტული დასკვნის გამოტანის შესაძლებლობა გვექნება, მათ შორის თუ ვინ მიაყენა ჟვანიას შესაბამისი დაზიანება. რაც შეეხება თავად თოფაძეს მისი მდგომარეობა სტაბილურია, ველოდებით რომ დღე-დღეზე მას გაწერენ და დაიგეგმება მასთან სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედება," - აცხადებს ლევან თოფაძის ადვოკატი გიორგი ანთაძე.

შეგახსენებთ, ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილის ლევან თოფაძის დაჭრის ფაქტზე დაკავებულია ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილი, ბუსა ჟვანია. ბუსა ჟვანიას გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ედავება.

შემთხვევა 2 აგვისტოს მოხდა.

დღის ამბები