19 ნოემბერი 2024,   02:40
ვრცლად
ოკუპირებულ აფხაზეთში COVID-19-ის 14 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას საოკუპაციო რეჟიმის ე.წ ოპერატიული შტაბი ავრცელებს. დე ფაქტო ხელისუფლების განცხადებით, გასულ 24 საათში COVID-19-ზე ტესტირება ჩაუტარდა 149 ადამიანს და მათგან 14 კორონავირუსზე დადებითი აღმოჩნდა. ამ ეტაპზე მათი კონტაქტების გამოკვლევა მიმდინარეობს. ინფიცირებულთა შორის არის ოკუპირებულ ტერიტორიაზე დასასვენებლად ჩასული პირიც, რომელიც სამკურნალოდ რუსეთის ფედერაციაში გადაიყვანეს.

საოკუპაციო რეჟიმის ინფორმაციით, ამ მომენტისთვის გუდაუთის საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 42 პაციენტი გადის მკურნალობას. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 134-ია, აქედან 38 გამოჯანმრთელდა 3 პაციენტი კი გარდაიცვალა.

დღის ამბები