19 ნოემბერი 2024,   02:31
ვრცლად
სოფელი ყარაჯალარში აგრესიული ტესტირების მეორე ეტაპი დაიწყო

სოფელი ყარაჯალარი უკვე 16 დღეა ჩაკეტილია, სადაც აგრესიული ტესტირების მეორე ეტაპი დაიწყო. ახალი შემთხვევებიდან 1 მათგანი სწორედ სოფელ ყარაჯალარს უკავშირდება.

გარდაბნის მერის რამაზ ბუდაღაშვილის განცხადებით, დღეის მდგომარეობით, 800 ტესტამდე პასუხია ცნობილი და ყველა უარყოფითია.

"სოფელ ყარაჯალარში მოსახლეობის გადამოწმების მეორე ეტაპი დავიწყეთ. გასული ორი დღის მანძილზე 1400-ზე მეტი მოსახლე გადამოწმდა. ჩაუტარდათ PCR ტესტები. დღის მდგომარეობით, 800 ტესტამდე პასუხი მოსულია და ყველა არის უარყოფითი, ასევე დღეს აქტიურ რეჟიმში გაგრძელდება და იმუშავებს 7 ეპიდემიოლოგის ჯგუფი, რომ დავასრულოთ სოფელ ყარაჯალარის დარჩენილი მოსახლეობის სრული კვლევა," - განაცხადა გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა რამაზ ბუდაღაშვილმა

ადგილობრივების განცხადებით კი, ეპიდემიოლოგებთან აქტიურად თანამშრომლობენ​.

"ყველას ჯერა ვირუსის არსებობის. ახლა სხვა გზა არ არის. მნიშვნელოვანია ჩვენი უსაფრთხოებისთვის და გზების გახსნისთვის," - განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

"გავიარეთ ტესტირება, რადგან ძალზე მნიშვნელოვანია, რომ დავიცვათ ჩვენი თავი და ოჯახები, ასევე იმისთვის, რომ გაიხსნას გზა. მთელი სოფელი აქტიურად თანამშრომლობს ტესტირების ჩატარებაში, რადგან ახლა მათ სჯერათ, რომ ეს აუცილებელია თავის დასაცავად და სოფელში გზის გასახსნელად," - აღნიშნა ადგილობრივმა.

დღის ამბები