ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 44 გამოჯანმრთელებული პაციენტიდან ნახევარზე მეტი ავღანეთიდან ჩამოყვანილი სამხედროა.
"გამოჯანმრთელებულების რიცხვი 44-ით გაიზარდა და მათგან უმრავლესობა ავღანეთიდან ჩამოყვანილი სამხედროა. დღევანდელი მონაცემებით, კოვიდ-ცენტრებში 194 პაციენტი მკურნალობს. მათგან 8 გახლავთ კრიტიკული, 14 მძიმე პაციენტია, დანარჩენი კი საშუალო სიმძიმისაა,"- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
დღევანდელი მონაცემებით კოვიდ-ცენტრებში 194 პაციენტი მკურნალობს. მათგან 8 კრიტიკულია, 14 მძიმე კი პაციენტი.
საქართველოში მნიშვნელოვნად გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა, მათმა რიცვხა 44 შეადგინა და საერთო ჯამში - 1,054-ია.