ყაზბეგში COVID-19-ით ინფიცირებული პაციენტები ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტის თანამშრომლები არიან. რა გახდა მათი ინფიცირების წყარო, ჯერჯერობით, დაუდგენელია.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე "კურიერთან" საუბრისას აცხადებს, რომ ადგილზე პირდაპირი და ირიბი კონტაქტების დადგენა მიმდინარეობს.
"გიდასტურებთ, რომ 5 არის დადასტურებული შემთხვევა ლაბორატორიულად ინფიცირების. ამჟამად, კონტაქტების კვლევა მიმდინარეობს თვითონ ადგილზე, მხედველობაში მაქვს ყაზბეგის მუნიციპალიტეტი. ვიცით დაახლოებით საიდან შეიძლება ეგ იყოს, ამიტომაც მიმდინარეობს ეპიდკვლევა. პერსონალურ ინფორმაციას მე ვერ მოგცემთ. ჩვენგანაც წავიდა ჯგუფი და თვითონ ადგილობრივი ჯანდაცვაც სწავლობს კონტაქტებს," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.