დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, რამდენიმე საათში ცნობილი გახდება კორონავირუსზე აღებული იმ 980 ტესტის პასუხი, რომელიც გუშინ მესტიის მუნიციპალიტეტში გაკეთდა.
როგორც მან "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა, ამ 980 ტესტიდან უმეტესობა დაბა მესტიისა და მიმდებარე სოფლებიდანაა.
ამირან გამყრელიძე ვარაუდობს, რომ კორონავირუსი ძირითადად დაბა ლენჯერშია გავრცელებული (30 შემთხვევა, მოსახლეობის 6%), თუმცა მისივე განცხადებით, თუ დადებითი პასუხები ახალი ტესტების შემთხვევაშიც 6% იქნება, ეს შესაძლოა დაბა მესტიასა და მიმდებარე სოფლებში კონტროლის გამკაცრების საფუძველი გახდეს.