19 ნოემბერი 2024,   05:23
ვრცლად
სასაზღვრო პოლიციამ უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე დააკავა

სასაზღვრო პოლიციამ უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე დააკავა. მათ საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთაში ადანაშაულებენ.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი სომხეთიდან, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით გადმოკვეთეს. დაკავებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 4-დან 5 წლამდე პატიმრობა ელოდებათ.

დღის ამბები