სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპული რვა სამხედრო და ხუთი სამოქალაქო პირის ნეშტს, მოქალაქეები პატივს მიაგებენ.
სამებაში იმყოფებიან პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლებიც.
"მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. საქართველოში ამგვარი ტრაგედია არ უნდა განმეორდეს, ამისათვის კი, ყველაფერს აკეთებს საქართველოს მთავრობა. ჩვენ უნდა შევამსუბუქოთ ჩვენს ქვეყანაში ომით გაყოფილი საზოგადოების მძიმე ხვედრი,"- აცხადებს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში თეა ახვლედიანი.
ნეშტებს მიწას დღეს მიაბარებენ, ჯარისკაცების ნაწილს სამხედრო პატივით დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ, მშვიდობიან მოქალაქეებს კი, ოჯახების გადაწყვეტილებით, საგვარეულო საფლავებზე გადაასვენებენ.