19 აპრილი 2024,   18:04
ვრცლად
17 დღეში საქართველოში კორონავირუსის 17 შემთხვევა დადასტურდა, რომლის ინფიცირების წყარო უცნობია

17 დღეში საქართველოში კორონავირუსის 17 შემთხვევა დადასტურდა, რომლის ინფიცირების წყარო უცნობია. ბოლო 2 დღეში 4 ასეთი ფაქტი გამოვლინდა. ერთი მათგანი პოლიკლინიკების ქსელის "ევექსის" მედპერსონალია. მასთან კავშირში მყოფი 17 თანამშრომელი კარანტინშია გადაყვანილი. ასევე იდენტიფიცირებულია ყველა ის პაციენტი, ვისთანაც ინფიცირებულ მედიკოსს კონტაქტი ჰქონდა. ეპიდემიოლოგები ვირუსის გავრცელების არეალს იკვლევნ. პოლიკლინიკაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა და სამედიცინო დაწესებულება მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.

პარალელურად იზრდება აჭარის რეგიონში ინფიცირებულთა რიცხვი - ახლა ცხელი წერტილი ქობულეთია, სადაც ვირუსის პირველი შემთხვევა 2 დღის წინ დაფიქსირდა. დღეს კაფე "ჰავანას" ​საკარანტინო სივრცეში ინფიცირებულ პაციენტთან კავშირში მყოფი 60 ადამიანია მოთავსებული, 12 თვითიზოლაციაშია, ხოლო 110 ადამიანის ნიმუში ლაბორატორიაშია გაგზავნილი. კორონავირუსი ამავე ჯგუფიდან 5 პირს აქვს დადასტურებული.

ვიწრო კერების მატების მიუხედავად საქართველო ისევ მწვანე ზონის სტატუს ინარჩუნებს, მაგრამ სპეციალისტები ამბობენ, რომ წინ ისევ გამოწვევებია. შემოდგომაზე კორონავირუსთან ერთად საყურადღებო იქნება რესპირატორული ვირუსები, რის გამოც დამატებითი ღონისძიებები იგეგემება. კერძოდ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 100 ათასი დოზით მეტი შემოვა ქვეყანაში, ვიდრე იყო გასულ წელს. პარალელურად, გაიზრდება სამიზნე ჯგუფები.

დღის ამბები