ეროვნული სკრინინგის ცენტრი, "ჯეო ჰოსპიტალსთან" თანამშრომლობით, მთელი საქართველოს მასშტაბით სკრინინგის უფასო აქციას აგრძელებს.
მაღალტექნოლოგიური აპარატურით აღჭურვილი მამო-მობილით ამჯერად კიბოს სკრინინგის გამოკვლევები გარდაბანში ჩატარდა.
"ქალბატონებს 40-დან 60 წლამდე კატეგორიაში უფასოდ შეუძლიათ მამოგრაფიული გამოკვლევის ჩატარება და სკრინინგის პროგრამით გათვალისწინებული დამატებითი სერვისები," - აცხადებს ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორი ეთერ კიღურაძე.
"ჯეო ჰოსპიტალსის" გარდაბნის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის დირექტორის განცხადებით, მნიშვნელოვანი სამედიცინო პერსონალის ჩართვა ამ საკითხში, რადგან სწორედ ამ გზით ხდება ადამიანებისთვის მსგავსი პროგრამები ხელმისაწვდომი.
რეგიონში სკრინინგის ხელმისაწვდომობის მნიშვნელობაზე ისაუბრა გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმაც. მისი თქმით ეს პროგრამა უმნიშვნელოვანესია.