მდინარე მტკვარში მაშველები ახალგაზრდა მამაკაცს ისევ ეძებენ. 31 წლის ვეფხია ხაჩიძე ბოლოს გუშინ ნახეს. დაკარგულის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მას პრობლემები არ ჰქონია. ხაჩიძის კვალი მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ქრება.
ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 9 კაციანი სამაშველო ჯგუფი. მტკვრის მარცხენა სანაპიროზე სამაშველო ჯგუფები აქტიურად მუშაობენ, მათ შორის არიან მყვინთავები.
რაც შეეხება ოჯახს, ისინი რამდენიმე წუთის წინ იმყოფებოდნენ სანზონის პოლიციის განყოფილებაში, სადაც სამართალდამცველებმა გამოკითხეს. ისინი აცხადებენ, რომ მათ დაკარგული მამაკაცის შესახებ ინფორმაცია დეტალურად მიაწოდეს.
ნათესავების ინფორმაციით, ის სახლიდან გასვლისას ფხიზელი იყო.
31 წლის ვეფხია ხაჩიძის დაკარგვის ფაქტთან დაკავშირებით, შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო.