28 აპრილი 2024,   11:30
ვრცლად
ალექსეი ნავალნის მდგომარეობა მძიმეა

ალექსეი ნავალნის მდგომარეობა მძიმეა, ამის შესახებ ომსკის საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა რუსულ საინფორმაციო სააგენტოს "რია ნოვოსტის“ განუცხადა.

ექიმის ინფორმაციით, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

ნავალნის სავარაუდო მოწამვლის შესახებ ინფორმაცია მისმა პრესსპიკერმა „ტვიტერზე“ გაავრცელა - კირა იარმიშის განცხადებით, პოლიტიკოსი ავად თვითმფრინავში გახდა. საწამლავი, სავარაუდოდ, ჩაიში იყო შერეული. იარმიში წერს, რომ ალექსეი ნავალნი უგონო მდგომარეობაში კლინიკაში გადაიყვანეს.

ალექსეი ნავალნი ცნობილია, როგორც კორუფციის წინააღმდეგ აქტიური მებრძოლი, ის  ვლადიმერ პუტინის პარტიას "კრიმინალებისა და ქურდების პარტიას" უწოდებს.

დღის ამბები