16 ნოემბერი 2024,   09:36
ვრცლად
ეს რეზოლუცია ამისთვის არსებობს, რომ ნათლად დავინახოთ ყველაფერი, ხელისუფლება გვეუბნება ევროპაში გვინდაო და სინამდვილეში ევროპისკენ ნამდვილად არ მივყავართ - იაგო ხვიჩია

"უსამართლო და შეურაცხმყოფელი რეზოლუცია" - ასე აფასებს მმართველი გუნდი ევროპარლამენტის მიერ მიღებულ ერთობლივ ტექსტს და ამბობს, რომ საქართველოს ევროპული ღირებულებების ეჭვქვეშ დაყენება მიუღებელია.

სახელისუფლებო გუნდში მიღებულ რეზოლუციას რამდენიმე ევროპარლამენტარის პოლიტიკურ დღის წესრიგს უკავშირებენ. ოპოზიცია კი, რომელიც კანონის უკან გაწვევას ითხოვს, რეზოლუციის შინაარსს იზიარებს.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" თავმჯდომარის იაგო ხვიჩიას განცხადებით, სახელისუფლებო გუნდი ევროპულ გზას ნამდვილად არ ირჩევს. 

"სულ უნდა ატარონ შეხვედრები რეგიონებში და სულ უნდა მოუსმინონ ამ კანონზე შეკითხვებს, ეს უნდა იყოს დაუსრულებელი პროცესი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ხელისუფლებას სხვაგან მოუნდა გახედვა, ამისკენ არ წავალთ, ეს რეზოლუცია ამისთვის არსებობს, რომ ნათლად დავინახოთ ის ყველაფერი, რომ გვეუბნებიან ევროპაში გვინდაო და სინამდვილეში ევროპისკენ ნამდვილად არ მივყავართ," - აცხადებს იაგო ხვიჩია. 

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფი" წევრი, პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ რეზოლუცია ყველამ კარგად უნდა წაიკითხოს. 

"ყველაზე მეტად ამ რეზოლუციაში მაწუხებს ის საკითხი, როდესაც საუბარია ევროკავშირში ინტეგრაციაზე. ძალიან კარგად წაიკითხოს ყველამ ეს რეზოლუცია და გაისიგრძეგანოს ის ყველა პრობლემა რაც დღეს საქართველოშია,"- აცხადებს ვაშაძე. 

დღის ამბები