16 ნოემბერი 2024,   09:38
ვრცლად
სრული მხარდაჭერაა მოსახლეობის მხრიდან, არის ინტერესი დეტალებთან დაკავშირებით, რომელიც შემდეგ კანონებით უნდა მოწესრიგდეს - შალვა პაპუაშვილი ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის კანონპროექტზე

ქართულმა ოცნებამ "ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" კონსტიტუციური კანონპროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვა მესტიაში გამართა.

მმართველი გუნდის ლიდერები შეკრებილებს საკუთარი წინადადების დეტალები გააცნეს და დარბაზის შეკითხვებს უპასუხეს. კონსტიტუციის 30-ე მუხლს, რომელიც ქორწინების და დედათა და ბავშვთა უფლებებს ეხება, ემატება პუნქტი - ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ. ცვლილებები განსაზღვრავს საკითხებს, რომლებიც მათ შორის ქორწინებას, არასრულწლოვანის შვილად აყვანას და მინდობით აღზრდას უკავშირდება.

"არის სრული მხარდაჭერა მოსახლეობის მხრიდან, არის ინტერესი დეტალებთან დაკავშირებით, რომელიც უკვე შემდეგ კანონებით უნდა მოწესრიგდეს. ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაცანით, რომ ერთი არის საკონსტიტუციო ცვლილების პროცესი, პარალელურად, ჩვენ ვმუშაობთ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტზე, რომელშიც ყველა ის საკითხი იქნება ასახული. გავაგრძელებთ შეხვედრებს ახლა უკვე აღმოსავლეთ საქართველოში და საბოლოო ჯამში, 17 მაისამდე ჩვენს კომისიას აქვს ვადა საყოველთაო სახალხო განხილვისა, რომლის შემდეგაც საპარლამენტო პროცედურებს დავიწყებთ", - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

 

 

 

 

დღის ამბები