16 ნოემბერი 2024,   09:30
ვრცლად
ზემოდან ყურება პედაგოგებივით, რომ ქართველ ხალხს უნდა ასწავლონ რას ნიშნავს ევროპა, სწორედ ეს არის ანტიევროპული ქცევა, ეს ქედმაღლობა დაცილებულია ევროპულობას - შალვა პაპუაშვილი

საქართველო ევროპაა, ქართველი ხალხი არის ევროპა, ევროპული ცივილიზაციის, კულტურის, დემოკრატიის თანაშემოქმედი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სამწუხაროა, რომ ზოგიერთი საქართველოს უყურებს, როგორც არაევროპულ ქვეყანას ან ქვეყანას, რომელიც კვაზიევროპულია და ქართველ ხალხს უნდა აუხსნან, რა არის ევროპა, ევროპული ღირებულებები.

"სამწუხაროა, რომ ზოგიერთი საქართველოს უყურებს, როგორც არაევროპულ ქვეყანას ან ქვეყანას, რომელიც კვაზიევროპულია და უნდა აგვიხსნან, რა არის ევროპა, ევროპული ღირებულებები და ჩვენ მოწაფეებივით უნდა დაგვიდგნენ პედაგოგები და ასე უნდა გავხდეთ ევროპელები. საქართველო ევროპაა, ქართველი ხალხი არის ევროპა, ევროპული ცივილიზაციის, კულტურის, დემოკრატიის თანაშემოქმედი. 1918-21 წლებში რაც დემოკრატიული მიღწევები გვქონდა, ნახევარიც არ ჰქონდა დღევანდელი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნაწილს. ზემოდან ყურება პედაგოგებივით, რომ ქართველ ხალხს უნდა ასწავლონ, თუ რას ნიშნავს ევროპა – სწორედ ეს არის ანტიევროპული ქცევა. ეს ქედმაღლობა დაცილებულია ევროპულობას და ქართველ ხალხს ახლო წარსულში არსებულ დამოკიდებულებას ახსენებს. ჩვენთვის ეს მწარე მოგონებებია, რაც არ გვინდა, ვიხილოთ 21-ე საუკუნეში, რომ სხვები ზემოდან გვიყურებდნენ", – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისი თქმით, ქართველ ხალხს სასწავლებელი არ აქვს თუ რას ნიშნავს ევროპა, ევროპული ღირებულებები, დემოკრატია, ხალხის მმართველობა.

"ეს ყველაფერი ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად იცის. თუ ვინმეს ჰგონია, რომ გამჭვირვალობა არ არის ევროპული ღირებულება, მაშინ საერთოდ არ ესმის, რას ნიშნავს ევროპა და ევროპული ღირებულებები", – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები