11 სექტემბერი 2026,   07:00
ვრცლად
"არჩევანი სამშობლოსათვის" გალში მცხოვრები მოსახლეობის სწრაფი ტესტირების დაწყებას ითხოვს

გალში მცხოვრები მოსახლეობის პრობლემებზე საუბრობენ პარტია "არჩევანი სამშობლოსათვის".

პარტიაში ამბობენ, რომ ნახევარ წელზე მეტია ადგილობრივებისთვის მიმოსვლა შეზღუდულია. პარტია რეგიონში სწრაფი ტესტირების დაწყებას ითხოვს.

"ჩვენ მივმართავთ ხელისუფლებას, რომ ასევე მოხდეს სწრაფი ტესტების დაწესება და უპრობლემოდ მოხდეს გალიდან მოსახლეობის გადმოსვლა ზუგდიდში. ახლა იწყება სკოლაც ასევე და არ ვიცით როგორ მოხდება სკოლაში სწავლა, ანუ გალის ბავშვები სწავლობენ ზუგდიდში და ეს პრობლემაც დგას დღეს," - აცხადებს "არჩევანი სამშობლოსათვის" თავმჯდომარე ლელა გულედანი

დღის ამბები