04 მაისი 2024,   16:33
ვრცლად
დღეს ბათუმში შავი ზღვის ჯაზფესტივალი იხსნება

დღეს შავი ზღვის ჯაზფესტივალი იხსნება. პირველი კონცერტი ბათუმში გაიმართება. მსმენელის წინაშე ნინო ქათამაძე წარსდგება. ზღვისპირა ქალაქში სამზადისი დილიდან მიმდინარეობს.

ტრადიციულად უკვე მე-14-ედ იმართება შავის ზღვის ჯაზფესტივალი. დღეს კი, ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, რომ პანდემიით დაზარალებულ სფეროს წარმომადგენლებს დახმარებოდნენ. 

"ჩვენს პარტნიორებთან ერთად მივიღეთ ასეთი პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ ეს ფესტივალი ქართველი არტისტებით გაგვეკეთებინა. ამით ჩვენი მხარდჭერა გამოვუცხადეთ ამ სფეროსა და კომპანიებს,"- განაცხადა კომპანია "ისთერნ ფრომოუშენის" დირექტორი გიორგი კერესელიძე.




 

 

დღის ამბები