17 ნოემბერი 2024,   23:34
ვრცლად
უაღრესად სამწუხარო ფაქტია, ყველაფერი იქნება ნორმალურად - პრემიერი ხვიჩა მღებვრიშვილისთვის სამნთვიანი პატიმრობის შეფარდებაზე

მას შემდეგ, რაც ოკუპანტების ტყვეობაში მყოფ ხვიჩა მღებრიშვილს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ აბსურდული ბრალდებით - ღამურებზე ნადირობის გამო, 3 თვიანი პატიმრობა შეუფარდა, კიდევ ერთი დატყვევებულის ოჯახი ხელისუფლებისგან დახმარებას მოითხოვს.

საუბარია ზაზა გახელაძეზე, რომელიც ოკუპანტებმა 13 ივლისს დაჭრეს და შემდეგ გაიტაცეს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოქალაქე შეუიარაღებელი იყო, ოკუპანტები მას თავდასხმასა და ცეცხლის გახსნაშიც ადანაშაულებენ. 

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარის განცხადებით, მთავრობა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად საკითხზე ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობობს და ხელისუფლება მაქსიმალურად გამოიყენებს ყველა ინსტრუმენტს, რომელიც მათ გააჩნია პრობლემის გადასაჭრელად. 

"უაღრესად სამწუხარო ფაქტია. ჩვენ ყოველდღიურად ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ვმუშაობთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად გამოვიყენოთ ყველა ინსტრუმენტი, რომელიც მთავრობას გააჩნია და აქტიურად ვმუშაობთ ამაზე. ყველაფერი იქნება ნორმალურად," - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

დღის ამბები