17 ნოემბერი 2024,   23:21
ვრცლად
აქცია წყალტუბოში - ბანოჯას მოსახლეობა წყალტუბო-ქუთაისის საავტომობილო გზის გადაკეტვას გეგმავს

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბანოჯას მოსახლეობამ აქცია გამართა. აქციის მონაწილეები  უგზოობასა და უწყლობას აპროტესტებენ. მათი განცხადებით, ხელისუფლებას ისინი მხოლოდ არჩევნების დროს ახსენდება.

ადგილობრივების თქმით, სოფელში ავტობუსები არ დადის, სასწრაფოს ექიმებს კი ფეხით უწევთ სიარული.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობისთვის არაერთი მიმართვის მიუხედავად, მათ უკვე წლებია რაც გზა და წყალი არ აქვთ, ბოლო განცხადებაზე კი ადგილობრივმა ხელისუფლებამ გზის შეკეთების გადადება პანდემიას დააბრალა.

საპროტესტო აქციას "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარე გოგი წულაია შეუერთდა. აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას ერთკვირიანი ვადა მისცეს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ვადის ამოწურვის შემდეგ ბანოჯაში გზის დაგება არ დაიწყება მოსახლეობა წყალტუბო-ქუთაისის საავტომობილო მაგისტრალის გადაკეტვას გეგმავს.

დღის ამბები