ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის განცხადებით, მას შემდეგ, რაც სახელმწიფო საავადმყოფოს დაფინანსებას გამოუყოფს, კლინიკა სავარაუდოდ, პაციენტების მიღებას განაახლებს.
"გადაუდებელი სამუშაოების შესასრულებლად გუშინ ჩატარდა როგორც თქვენთვის ცნობილია ფინანსთა სამინისტროში დივიდენდების განაწილების კომისია. გადაწყვეტილება მიღებულია, როცა ჩვენთან მოვა ამ გადაწყვეტილებით დასტური ჩვენც ალბათ განვაახლებთ პაციენტების მიღებას," - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.