19 ნოემბერი 2024,   01:37
ვრცლად
საგარეჯოს ელექტროენერგია სრულად მიეწოდება - "ენერგო პრო ჯორჯია" განცხადებას ავრცელებს

საგარეჯოში ხანგრძლივი წვიმისა და ქარის შედეგად მწყობრიდან გამოსული ელექტროგადამცემი ხაზები აღდგენილია. ინფორმაციას "ენერგო პრო ჯორჯიას" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური განცხადებას ავრცელებს.

"ენერგო პრო ჯორჯიას" ინფორმაციით, გამთენიისას ამინდის გაუარესებამ მწყობრიდან გამოიყვანა ელექტროგადამცემი ხაზები, მაღალი ძაბვის 35 კვ-იან ელექტროგადამცემ ხაზს მეხი დაეცა, რის შედეგადაც საგარეჯოს რაიონის ნახევარს ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდებოდა.

"საგარეჯოს ელექტროენერგია სრულად მიეწოდება.

გუშინ საღამოს და დღეს დილით ძლიერმა წვიმამ, სეტყვამ და ქარმა, საგარეჯოში მწყობრიდან გამოიყვანა ელექტროგადამცემი ხაზები. გამთენიისას, მეხი დაეცა მაღალი ძაბვის 35 კვ-იან ელექტროგადამცემ ხაზს, რის გამოც საგარეჯოს რაიონის ნახევარს ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდებოდა.

"ენერგო-პრო ჯორჯიას" ტექნიკურმა სამსახურმა ოპერატიულად დაიწყო აღდგენითი სამუშაოები, შედეგად საგარეჯოს აბონენტებს ელექტროენერგია სტაბილურად მიეწოდება. ამ დროისთვის მიმდინარეობს ლოკალური, მცირე დაზიანებების აღმოფხვრის სამუშაოები და იმ შემთხვევაში თუ სადმე, რამდენიმე ერთულ აბონენტს ელექტროენერგია კვლავ არ მიეწოდება, უახლოეს პერიოდში მოხდება მათთვის ენერგომომარაგების აღდგენა.

კახეთის რეგიონის ზოგიერთ რაიონში, ამინდი კვლავ გაუარესდა. იმ შემთხვევაში, თუ სტიქიამ ელექტროქსელის გაუარესება გამოიწვია, "ენერგო-პრო ჯორჯია" ტექნიკური სამსახური მზადაა დროული რეაგირება მოახდინოს," - აღნიშნულია განცხადებაში.

 

დღის ამბები