11 სექტემბერი 2026,   04:34
ვრცლად
ლენტეხის მუნიციპალიტეტის ოთხი სოფელი მესამე დღეა გარესამყაროსაა მოწყვეტილი

ლენტეხის მუნიციპალიტეტის ოთხი სოფელი მესამე დღეა გარესამყაროსაა მოწყვეტილი. გუშინ ორ სოფელთან დამაკავშირებელი გზები აღდგა, თუმცა წყლის დაგუბებებმა სოფელ საყდართან გზა კვლავ ჩამორეცხა.

ჩაკეტილ სოფელში ჩარჩა მძიმე ტექნიკა, რომლის  გზის გაწმენდას აგრძელებს.  

ამ დროისთვის, მუნიციპალიტეტში აღარ წვიმს და სალიკვიდაციო სამუშაოები განახლდება. მოსახლეობას საჭირო პროდუქტს და მედიკამენტებს აწვდიან.

დღის ამბები