11 სექტემბერი 2026,   01:05
ვრცლად
ლენჯერში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ლენჯერში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა დადასტურდა.  მესტიის მერის კახა ჟორჟოლიანის ინფორმაციით, შვიდივე მათგანი უკვე ინფიცირებული შემთხვევების კონტაქტია და ორი ოჯახის წევრები არიან.

მისივე თქმით, 7 ადგილობრივს ადგილზე ჩატარებული ტესტით კორონავირუსის სუსტად დადებითი შემთხვევა გამოუვლინდა და მათ განმეორებითი ტესტირებაც ჩაუტარდებათ, მათ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანენ.

ლენჯერში დღეს მასიური ტესტირება გაგრძელდება.

დღის ამბები