07 მაისი 2024,   08:13
ვრცლად
"კალაშნიკოვით" შეიარაღებული ლუკაშენკო ვერტმფრენით დამოუკიდებლობის სასახლესთან მივიდა

ბელარუსის დედაქალაქში მასშტაბური ანტისამთავრობო აქცია გაიმართა. მინსკში ლუკაშენკოს გადადგომის მოთხოვნით ათობით ათასი დემონსტრანტი შეიკრიბა. აქციის მონაწილეებმა მსვლელობა პრეზიდენტის რეზიდენციის მიმართულებით მოაწყვეს.

პარალელურად, ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა კადრები, რომელშიც ჩანს, როგორ მივიდა ჯავშანჟილეტით და "კალაშნიკოვით" შეიარაღებული ლუკაშენკო ვერტმფრენით დამოუკიდებლობის სასახლესთან. ლუკაშენკოს პრესსპიკერის განცხადებით, დემონსტრანტებმა პრეზიდენტის რეზიდენციის შტურმი სცადეს, რის შემდეგაც ლუკაშენკო ქალაქში არსებულ ვითარებას ვერტმფრენიდან დააკვირდა და რეზიდენციაში დაბრუნდა.

ბელარუსში საპროტესტო გამოსვლები მე-16 დღეა მიმდინარეობს. დემონსტრანტები ქვეყნის პრეზიდენტს არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებენ.

დღის ამბები