19 მაისი 2024,   12:32
ვრცლად
დასავლეთის კრიტიკა დაეხმარა ჩვენს მოსახლეობას, რაღაცნაირად, გამოფხიზლებულიყო - იაგო ხვიჩია

ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების კრიტიკას, უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის კანონის მიღებასთან დაკავშირებით, თბილისში ხელისუფლების ოპონენტები ეხმაურებიან. ოპოზიციას საერთაშორისო კრიტიკა არ უკვირს და ყურადღებას პერსონალური სანქციების აუცილებლობაზე ამახვილებს. ისინი კიდევ ერთხელ საუბრობს იმ მიზეზებზე, თუ რატომ არ უნდა იქცეს კანონპროექტი კანონად. ოპოზიციის შეფასებით, დასავლეთის კრიტიკამ ხელი შეუწყო საქართველოში საზოგადოების ამ კანონის მიმართ წინააღმდეგობის გაღვივებას.

"დასავლეთის კრიტიკა დაეხმარა ჩვენს მოსახლეობას, რაღაცნაირად, გამოფხიზლებულიყო და ყურადღება მიექცია იმაზე, თუ სად გადაუხვია "ქართულმა ოცნებამ" მაშინ, როდესაც ხალხი საერთოდ სხვა რამეს ელოდა და ფიქრობდა," - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" თავმჯდომარე იაგო ხვიჩია.

დღის ამბები