ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უზენაესი სასამართლო ხვიჩა მღებრიშვილისთვის 3-თვიანი პატიმრობის შეფარდების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. "
ცხინვალის რაიონულმა სასამართლომ მღებრიშვილი სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთაში ბრალდებულად სცნო და 3-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა. მღებრიშვილმა დანაშაული აღიარა,"- აღნიშნულია დე ფაქტო რეჟიმის ე.წ. უზენაესი სასამართლოს განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, ხვიჩა მღებრიშვილმა მოსმენის შემდეგ სასამართლოს "ჰუმანურობისა და ობიექტური განაჩენისთვის მადლობა გადაუხადა".