19 ნოემბერი 2024,   01:41
ვრცლად
საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობაში ბომბი არ აღმოჩნდა

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის შენობაში ბომბი არ აღმოჩნდა. ტელევიზიის თანამშრომლები შენობაში უკვე შეუშვეს. 

"შენობა მთლიანად შემოწმებულია. როგორც სამართალდამცავებმა გვითხრეს აქ ყოფნა და მუშაობის გაგრძელება უსაფრთხოა. შესაბამისად, ჩვენი ჟურნალისტები უკვე შეუდგნენ მუშაობას და 9 საათიანი საინფორმაციო გამოშვება ეთერში გავა. დარწმუნებული ვარ, ზარის ავტორი იდენტიფიცირებული იქნება,"- აცხადებს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი თინათინ ბერძენიშვილი.

დღეს ტელევიზიის ცხელ ხაზზე შევიდა შეტყობინება, რომ შენობაში ბომბი იყო.

ანონიმური ზარის შემდეგ, შენობიდან თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა. ადგილზე ამ დრომდე შს სამინისტროს კინოლოგიური სამსახური მუშაობდა. 

 

დღის ამბები