19 ნოემბერი 2024,   01:37
ვრცლად
თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი თბილისის პროკურატურაში უკვე 3 საათია საქმის მასალებს ეცნობა

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი თბილისის პროკურატურაში იმყოფება. მიხეილ რამიშვილი უკვე 3 საათია საქმის მასალებს ეცნობა.

რამიშვილის თქმით, პროკურატურაში გამოძიება, ფაქტობრივად, ახლიდან მიმდინარეობს. მისივე განცხადებით, ბაჩალიაშვილის საქმეში ახალი პირები უნდა დაიკითხონ, რომელთა ჩვენება საქმისთვის მნიშვნელოვანი იქნება.

"ეს ერთი თვე აბსოლუტურად არაფერი გაკეთებულა. რაც სტანდარტია გამოძიებისთვის და რა კრიტერიუმებიც, ყოველთვის ვნახულობ სიახლეებს და თითქმის თავიდან მიმდინარეობს გამოძიება. ახალი მოთხოვნებია გარკვეული პირების მობილური ტელეფონის ნომრების ამოღება ხდება ჩემი მოთხოვნაა, მათი ზარების და sms-ების გადამოწმება ხდება, იმიტომ, რომ გარკვეული პირები კავშირში არიან ერთმანეთთან და მათი დადასტურება ჩვენებებით უნდა გადამოწმდეს. ქვემო ქართლის პოლიციის მიერ აბსოლუტურად არაფერი არ არის გაკეთებული და ნულიდან მიწევს ყველაფრის გაკეთება,"-განაცხადა მიხეილ რამიშვილმა. 

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს.

ის 5 დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

დღის ამბები