ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, დღეს გამოვლენილი კორონავირუსით ინფიცირებული 8 პაციენტიდან, ერთი სამედიცინო პერსონალია.
"დღეს კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დაგვემატა. მათგან ერთის წყარო ლენჯერია, ორის დაავადების წყარო დაავადებულთან კონტაქტია, 4 შემთხვევა იმპორტირებულია, მათგან სამი სატვირთო ავტომობილის მძღოლია, ერთი კი სამედიცინო პერსონალია.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 13-ით გაიზარდა და საერთო ჯამში 1150-ია. დღევანდელი მონაცემებით, COVID ცენტრებში 260 პაციენტი მკურნალობს,"- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
მისივე განცხადებით, ინფიცირებულ პაციენტებს შორის 5-ის მდგომარეობა კრიტიკულია, 23-ის კი მძიმე.