საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 8-ით გაიზარდა და 1429-ს შეადგენს. ინფორმაცია stopcov-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
გამოჯანმრთელდა 13 პაციენტი და მათი რაოდენობა 1 150-ს შეადგენს.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7005 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 255.
კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 18 პაციენტი გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოს 41 მოქალაქე.