01 მაისი 2024,   02:08
ვრცლად
ინდოეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 66 000-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა

მსოფლიოში ​კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელმა 24 მილიონს გადააჭარბა. მე-18 დღეა მსოფლიოს მასშტაბით ინდოეთში COVID-19-ის ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა ფიქსირდება. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსი 66 ათასზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა.

ინფიცირების მაჩვენებელი სწრაფად იზრდება სამხრეთ ამერიკის ქვეყნებშიც. ბრაზილიაში კორონავირუსის 47 ათასამდე ახალ შემთხვევა დაფიქსირდა. გასულ დღე-ღამეში ივნისის შემდეგ პირველად კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა თურქეთში, სადაც ინფიცირების ათას 500-ზე მეტი და გარდაცვალების 24 ფაქტი გამოვლინდა.

რაც შეეხება საქართველოს მოსაზღვრე სხვა სახელმწიფოებს - რუსეთში 120, სომხეთში 4, აზერბაიჯანში კი 2 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

დღის ამბები