19 ნოემბერი 2024,   01:56
ვრცლად
ზუგდიდში გარემოვაჭრეებსა და ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებს შორის შელაპარაკება მოხდა

ზუგდიდში გარემოვაჭრეები ვაჭრობის უფლებას ითხოვენ. ხილ-ბოსტნით მოვაჭრეები ამბობენ, რომ მათ მერიას გარე ტერიტორიაზე მუშაობის ნებართვა მარიამობამდე, რამდენიმე დღით სთხოვეს. აქ დასაქმებულები განმარტავენ, რომ ბაზრის შიდა ტერიტორიაზე ისინი ვერ მუშაობენ, რადგან მომხმარებელი არ ჰყავთ.

დილით მათსა და ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებს შორის შელაპარაკება მოხდა.

თავის მხრივ, ზუგდიდის მერიაში ამბობენ, რომ ტროტუარით ყველა მოქალაქემ უნდა ისარგებლოს და გარემოვაჭრეებისთვის სივრცე ბაზრის შიგნითაა გამოყოფილი.

"ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ვალდებული ვართ, მაქსიმალურად დავიცვათ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომრნდაციები," - განმარტავენ ზუგდიდის მერიაში.

დღის ამბები