04 მაისი 2024,   03:22
ვრცლად
საფლავი გაათხრევინეს ბავშვს, უნდა დაგმარხოთო - ასპინძაში მომხდარი ძალადობის დეტალებზე "კურიერთან" დაზარალებული დედა საუბრობს

ასპინძაში მცხოვრებ მანუჩარ მურადაშვილს, წინასწარი ინფორმაციით, საკუთარი საფლავის გათხრას და დანაშაულის საკუთარ თავზე აღებას აიძულებდნენ - საქმეზე პოლიციამ 2 პირი დააკავა, მათ შორის ერთი ყოფილი სახელმწიფო მოხელეა.

"ჩასვეს მანქანაში, "პივები" დავლიოთო. წაიყვანეს ხიზების ტყეში და იქ მოხდა ყველაფერი. საფლავი გაათხრევინეს ბავშვს, უნდა დაგმარხოთო.  თქვი რომ ფული მოგვპარეო. ცემეს, ტყეპეს, ამ ცემაში დააწერინეს რომ მოვიპარეო. ჯერ აბრალებდნენ სხვამ დაინახაო, შემდეგ ქალმაო. თუ დაინახა მოსულიყო და ეთქვა ჩემთვის,"-ამბობს "კურიერთან"დაზარალებული მანუჩარ მურადაშვილის დედა იზოლდა მურადაშვილი.

კუკური პლაჭიაშვილისა და ირაკლი გოგალაძის სასამართლო პროცესი ახალციხეში ამ წუთებში მიმდინარეობს. ადვოკატები მათ უდანაშაულობაზე საუბრობენ, ნათესავები ირწმუნებიან, რომ მათ დანაშაული არ ჩაუდენიათ და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ადგილი არ ჰქონია. 

"ამ ეტაპზე ბრალდებულები წარდგენილ ბრალდებას ნაწილობრივ აღიარებენ. გამომდინარე იქიდან, რომ ბრალდებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ ჩაუდენიათ, ბრალს სრულად ვერ აღიარებენ,"-აცხადებს დაკავებულების ადვოკატი ნინო დემეტრაძე.

დღის ამბები