27 აპრილი 2024,   03:15
ვრცლად
სენსაციური აღმოჩენა მაშავერის გორაზე - არქეოლოგებმა წრიული ფორმის სახლებს მიაგნეს რომელიც 8 ათასი წლის წინანდელია

8 ათასი წლის წინანდელი სახლის ნანგრევები, ქვისა და ძვლის იარაღები - ეს მხოლოდ ნაწილია იმ არტეფაქტებისა, რომელიც ქართველმა არქეოლოგებმა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ხატავეთში მდებარე მაშავერის გორაზე აღმოაჩინეს. ამ ადგილის არსებობის შესახებ მეცნიერებისთვის ცნობილი იყო, თუმცა სხვადასხვა მიზეზების გამო აქ არქეოლოგიური ექსპედიცია 32 წელია არ ჩატარებულა.

ეროვნული მუზეუმის წარმომადგენლები 8 ათასი წლის წინანდელ არტეფაქტებს სენსაციურს უწოდებენ და აპირებენ, რომ მისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების საკითხი დააყენონ.

ავტორი: თეო ცუცქირიძე

დღის ამბები