19 ნოემბერი 2024,   05:22
ვრცლად
იძალადა თუ არა მედპერსონალმა 77 წლის ქალზე - გამომძიებლები და კლინიკის დირექტორი ვიდეოკამერების ჩანაწერებს გაეცნენ

კლინიკა"სითი მედიქალში"ექიმების მხრიდან პაციენტზე სავარაუდო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები გვიან ღამით დასრულდა.

გამომძიებლებმა სამედიცინო დაწესებულებიდან ვიდეოკამერის ჩანაწერები ამოიღეს.

ჩანაწერებს უკვე გაეცნო კლინიკის დირექტორი, რომელიც აცხადებს, რომ კამერის ჩანაწერებში ძალადობის ფაქტი არ ფიქსირდება. ასევე, გამოიკითხნენ რეანიმაციაში მყოფი სხვა პირებიც , რომლებიც ძალადობის ფაქტს არ ადასტურებენ.

ექიმების მხრიდან ძალადობის ფაქტებზე საუბრობენ 77 წლის ქალის ოჯახის წევრები. რამდენიმე საათის განმავლობაში იკითხებოდნენ პოლიციაში ქალის ოჯახის წევრები, თუმცა მათ შენობა კომენტარის გარეშე დატოვეს.

დღის ამბები