10 სექტემბერი 2026,   00:34
ვრცლად
თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი და ადვოკატი დღეს სახალხო დამცველს შეხვდებიან

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი და ადვოკატი დღეს სახალხო დამცველს შეხვდებიან. გარდაცვლილის ოჯახს გამოძიებასთან შეკითხვები აქვს და ომბუდსმენთან სწორედ ამ თემის განხილვას აპირებს.

ადვოკატის თქმით, სახალხო დამცველს მიაწვდიან ინფორმაციას საგამოძიებო უწყების არასათანადო მუშაობასთან დაკავშირებით და ასევე, ყურადღებას გაამახვილებენ მათ უშედეგო მოთხოვნაზე, რომ საგამოძიებო უწყებამ შეამოწმოს სატელიტის ჩანაწერები, იყო თუ არა, 18-დან 22 ივლისამდე მანქანა შემთხვევის ადგილას.

"აბსოლუტურად დეტალურად მოვახსენებთ, თუ როგორ მიზანმიმართულად იყო გაჭიანურებული საგამოძიებო მოქმედებები. ყველაზე მთავარია სატელიტი და სურათებია. ასევე, იყო თუ არა, 18-დან 22 ივლისამდე მანქანა შემთხვევის ადგილას," - განაცხადა თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა. 

დღის ამბები